Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ამბები თბილისური ეზოდან, სადაც ხელოვნურ სუნთქვას იღებენ
ambebi.ge
01 October 2016, 20:20
თბილისში ერთ-ერთი ქუჩის ერთი ეზო, ბოლო დროს ყველაზე პოპულარული გახდა. ეს არის ადგილი, სადაც სერიალს - "ხელოვნური სუნთქვა" იღებენ. უძველესი თბილისური ეზოს ბინადრები ახალი "მეზობლების" გადმოსვლით გახარებულები არიან და საამისოდ საკმარისი მიზეზი აქვთ. პოპულარული "მეზობლების" პირადული ამბების განვითარებას თვალს ჯერ ფანჯრებიდან, შემდეგ კი ეკრანზე ადევნებენ.
სერიალზე მომუშავე ჯგუფს გადასაღებ მოედანზე ვესტუმრე, მისვლისთანავე შევნიშნე ამ პოპულარული ეზოს ბინადარი, მანანა რეკვავა, რომელიც შემოქმედებითი ჯგუფის მოფუსფუსე წევრებს თვალს საკუთარი სახლის ფანჯრიდან ადევნებდა. ძველებურ რკინის დახვეულ კიბეს ავუყევი და კარზე დავაკაკუნე.

- შეიძლება შემოვიდე?
- მობრძანდით.
- თქვენს ახალ "მეზობლებზე" მინდა გელაპარაკოთ.
- ამ ახალგაზრდების მოსვლა ყველას გაგვიხარდა. აქ ბევრი რამ მოსაწესრიგებელი იყო და მათ გააკეთეს, ყვავილებით გაალამაზეს. ეზოში წყალი გუბდებოდა და ეს პრობლემაც მოაგვარეს.
- გადაღების დროს მათთან ჩადიხართ?
- არა, ვცდილობ, ხელი არ შევუშალო. მათ გადაღებულს ეკრანზე ვუყურებ. გადამღები ჯგუფის წევრებს ვიცნობ.
- რომელიმე ეპიზოდში თქვენც ხომ არ მოხვდით?
- მხოლოდ ერთ კადრში, ზურგით ვჩანვარ, მაგრამ იყო ეპიზოდი, როცა მათი მსახიობი ჩემთან ამოვიდა, ფანჯრიდან გადაიხედა და დაბლიდან გადაიღეს. ეს ეზო Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. ძალზე პოპულარული გახდა.
- თქვენთვის დასახმარებლად თხოვნით მოუმართავთ?
- კი, არაერთხელ მოსულან და შეძლებისდაგვარად, ყოველთვის ვეხმარები.
- რას ითხოვენ?
- კონკრეტული ნივთი სჭირდებათ ხოლმე და მეუბნებიან, - თუ გაქვთ, გვათხოვეთო.
- ეზოში რამდენი ოჯახი ცხოვრობს?
- 12. მთელი ცხოვრება ამ ეზოში მაქვს გატარებული, აქ დავიბადე და გავიზარდე, 72 წელი გავიდა. ეს პირველი შემთხვევაა, სხვა დროს აქ არასდროს არაფერი გადაუღიათ.
- ხმაურით ხომ არ გაწუხებენ?
- არა.
ჩემი მათთან სტუმრობის პერიოდი თამუნას (ეკა დემეტრაძის გმირი) სახლში გადაღებას დაემთხვა. ოპერატორები, გამნათებლები, მხატვარი, ხმის რეჟისორი... ყველანი თავის საქმეს აკეთებდნენ და ლოკაციის ადგილს გადასაღებად ამზადებდნენ... განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი